გორის მერია ნიქოზში ჭრა-კერვის წრეს დააფინანსებს

მაისი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ზემო ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირის სახელობის სკოლაში ჭრა-კერვის შემსწავლელ წრეს აფინანსებს.


პროექტის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - ზემო და ქვემო ნიქოზისა და ზემო ხვითის სოფლის 16 ბავშვი ჭრა-კერვას უფასოდ შეისწავლის.

მოსწავლეები შეკერავენ საეკლესიო დანიშნულების ტანსაცმელს, მონაწილეობას მიიღებენ ხელნაკეთი ნივთების გამოფენებში და დაამზადებენ სასაჩუქრე ნივთებს. 
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიზანია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სადაც დიდია მიგრაციის მაჩვენებელი, შეიქმნას ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დამატებითი პროფესიის შესწავლისა და შესაძლებლობების რეალიზების ხელშემწყობი გარემო. 


პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან 4 300 ლარით აფინანსებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჭრა-კერვის წრის გარდა კიდევ 5 პროექტი ფინანსდება, მათ შორის, ტრადიციული კერამიკისა და ტიხრული მინანქრის შემსწავლელი წრეები.

Read 833 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი