გორის საკრებულომ ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა

მაისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების, ახალგაზრდების წახალისების და თანადაფინანსების პროგრამა დაამტკიცა.

პროგრამის მიხედვით, კონკრეტული პროექტის შინაარსისა და ბიუჯეტის განხილვის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტისაგან თანადაფინანსება პროექტის ღირებულების მაქსიმუმ 80% იქნება.

მერია ასევე იქნება თანადამფინანსებელი იმ ორგანიზაციების, რომლებიც კონკრეტული პროექტების განხორციელებისათვის ასევე მიიღებენ დაფინანსებას დონორი ორგანიზაციებისაგან ან თავად იქნებიან დონორები.

თანხის გადარიცხვა მოხდება კონკრეტული პროექტის განხორციელების შემდეგ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ ახალგაზრდულ პროექტებს შესაბამისი სამსახური განიხილავს.

Read 1235 times Last modified on Last modified on მაისი 04 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი