"ჩვენ ვზრუნავთ" - გორის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეების წამოწყება

მაისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„ჩვენ ვზრუნავთ“, - ასე ჰქვია სსიპ გორის N11 საჯარო სკოლის მე-7 კლასის ბავშვების წამოწყებას, რომელიც სხვადასხვა აქტივობებს აერთიანებს.

 იდეა ზამთარში გაჩნდა, რომელიც მიუსაფარ ადამიანებსა და ცხოველებზე ზრუნვით დაიწყო. ბავშვებმა გააკეთებს ფეისბუქგვერდი - „ჩვენ ვზრუნავთ“, სადაც დახმარებისკენ მოუწოდებენ ადამიანებს, თუმცა თავად არ ელოდებიან სხვებს, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით აგროვებენ საკვებს და ტანსაცმელს.

სოციალურ ქსელში გაჩნდა კლიპები, სადაც ბავშვები საკუთარი ხელით აჭმევენ მიუსაფარ ცხოველებს, ეხმარებიან გაჭირვებულ ადამიანებს.

ssip 11 skola

„ჩვენ ვზრუნავთ“ მხოლოდ ერთი სახის აქტივობებით არ შემოიფარგლება.

21 მარტს, ტყის დაცვის დღეს, მე-7 კლასელებმა, სხვა მასწავლებელთან ერთად, სკოლის ეზოში დარგეს რამდენიმე ხე. 22 აპრილიდან კი, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეული მოაწყეს. პროექტის ფარგლებში, ჩაატარეს პრეზენტაცია მწვანე საფარის მნიშვნელობის შესახებ, დარგეს ყვავილები, კვირის ბოლოს დაასუფთავეს გორიჯვრის გზის მიმდებარე ტერიტორია. გააკეთეს კედლის გაზეთი, სადაც ყველა აქტივობა ასახეს და იმსჯელეს მათ შესახებ. ეს ყველაფერი მათში ავითარებს პასუხიმგებლობას და მზრუნველობას. იდეის ავტორებს სურთ, რომ მათ ბევრმა მიბაძოს.

საკუთარ იდეებზე, მიზნებსა და განხორციელებულ აქტივობებზე მოსწავლეებმა ისაუბრეს "მოზაიკას" საღამოს პროგრამაში "მოზაიკური საღამო".  

 

Read 1332 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი