Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 04 მაისი 2018 12:33

საკრებულოს თავმდჯომარე: გარევაჭრობის აკრძალვა პრინციპული საკითხია

Rate this item
(0 votes)

8 მაისს გარემოვაჭრეების მიერ დაანონსებული აქციის საპასუხოდ, გორის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თვითმმართველობის გადაწყვეტილებას პრინციპულად არ შეცვლის.

11 მაისს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე, გორის ქუჩებში გარევაჭრობის აკრძალვას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს.

დავით რაზმაძის განცხადებით, ქვეყნის ბევრს ქალაქში მოგვარდა მსგავსი პრობლემა და გამონაკლისი არც გორი იქნება. მისივე თქმით, ხელისუფლება ეცდება, პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს.

ამავე თემაზე: გორში 8 მაისიდან გარევაჭრობა აიკრძალება

ამავე თემაზე: გარევაჭრობის აკრძალვის შემთხვევაში, მოვაჭრეები საპროტესტო აქციებს გეგმავენ

 

Read 1530 times Last modified on პარასკევი, 04 მაისი 2018 12:50