Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 04 მაისი 2018 14:37

ავარიის შედეგად დაშავებული მერიის თანამშრომლების მდგომარეობა

Rate this item
(0 votes)

ჭალის დასახლებაში, თამარ მეფისა და რომელაშვილის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ გორის მერიის თანამშრომლებს გამოკვლევები სამხედრო ჰოსპიტალში უტარდება.

დაშავებულების ოჯახის წევრების ინფორმაციით, ორმა მათგანმა შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ერთ-ერთ კი შედარებით მძიმედაა. 

"ნეკნები აქვს დამტვრეული და ტვინის შერყევაც დაუდგინეს. დანარჩენები შედარებით მსუბუქად არიან. ჯერჯეობით ყველა საავადმყოფოში რჩება", - გვითხრა ერთ-ერთი დაშავებულის ოჯახის წევრმა. 

ავარია დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა, რა დროსაც მიკროავტობუსი და ოპელის მარკის მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულე სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც მერიის წარმომადგენლები არიან.

Read 1907 times