მერიის თანამშრომლების დაშავებაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივები მერიას აკისრებენ

მაისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თამარ მეფისა და გორკის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მერიის 3 თანამშრომელი დაშავდა. მომხდარზე ადგილობრივები პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ.

2015 წლის 2 დეკემბერს აღნიშნულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები მაშინდელ ქალაქის მერს არსებული საფრთხის შესახებ წერილობით მიმართავდნენ და გზაჯვარედინზე შუქნიშნის დამონტაჟებას ან მწოლიარე პოლიციელების ე.წ. ბუგაროკების გაკეთებას სთხოვდნენ. მოსახლეობა წერილში აღნიშნავდა, რომ თუ მათ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყვებოდა ყველა ავტოსაგზაო შემთვევაზე პასუხისმგებლობას მერიას დააკისრებდნენ.

,,ხშირი ავარიების ერთ-ერთი მიზეზი არის არასწორად დაყენებული საგზაო ნიშნები, კერძოდ, ერთ მხარეს, გორკის ქუჩაზე გაჩერების ზოლი არის საკმაოდ შორს გზაჯვარედინიდან, მეორე მხარეს კი, აღმართიდან ამომავალი მანქანების იგნორირებას უკეთებენ ზედ გზაჯვარედინზე დაყენებულ გაჩერების ნიშანს“, - წერია მოსახლეობის წერილში.

Read 1393 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი