სახალხო დამცველი: უკანონო დაკავებები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილია

მაისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების მდგომარეობა გააცნო.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მის თანმდევ – თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, საკუთრების უფლების დარღვევებზე.​ ლომჯარიას განცხადებით,  უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილია.

სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით – იმსჯელოს და დაავალოს შესაბამის უწყებებს შეიმუშაონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის შეფასების და სოციალური დაცვის პროგრამა, რათა შესაძლებელი გახდეს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ა.შ. ფინანსური დახმარება. 

Read 938 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი