მერის მოადგილე გორში მომხდარ ავარიას ეხმაურება

მაისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თამარ მეფისა და გორკის ქუჩების კვეთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გამოეხმაურა.

ეკატერინე სუხიშვილი მძღოლებს მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევები აღნიშნულ მონაკვეთზე სწორედ მძღოლების მიზეზით მოხდა.

მისი ინფორმაციით, შემაჩერებელი საგზაო ნიშანი ქუჩის მხოლოდ ერთ მხარესაა განთავსებული, გზაჯვარედინის სხვა მხრიდან მომავალი ავტომობილები კი საფრთხის წინაშე ხვდებიან. მერის მოადგილე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე საპატრულო პოლიციასთან ერთად იმუშავებენ, რის შედეგადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას საგზაო ნიშნის ან მწოლიარე პოლიციელის განთავსების თაობაზე.

,,თამარ მეფისა და გორკის ქუჩების მაცხოვრებლებს 3 წლის წინაც ჰქონიათ შემოტანილი მერიაში წერილი და დღესაც შემოიტანეს. მე და ბატონი კოტე პირად კონტროლზე ავიყვანთ ამ საკითხს და ვიმუშავებთ საპატრულო პოლიციასთან ერთად, შესაბამისი ზომების მიღების მიზნით. როგორც ადრე გვითხრა პოლიციამ, ამ ადგილზე შუქნიშნის დამონტაჟება ვერ მოხერხდება, რადგან ეს მონაკვეთი დატვირთული სატრანსპორტო მოძრაობით არაა გამორჩეული. ვიდრე ამ ტერიტორიაზე რაიმე საგზაო ნიშანი, მწოლიარე პოლიციელი თუ "ზებრა" გადასასვლელი მოეწყობა. ვურჩევ მძღოლებს, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, დღევანდელის მაგსვი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით“, - აცხადებს ეკა სუხიშვილი.

Read 2048 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი