პირველი იანვარი - არა მხოლოდ ახალი წელი

დეკემბერი 31 2017 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პირველი იანვარი ყველა ჩვენგანში ახალ წელთან ასოცირდება. ვიღაცები სიახლის მოლოდინით ვხვდებით ამ დღეს, ვიღაცებს კი დიდად არც სადღესასწაულო განწყობა აქვთ და არც მისი თანმდევი მხიარულება მოსწონთ. რას გავიგებთ, სამყარო მრავალფეროვანია. შესაბამისად, შეუძლებელია, ყველას ერთი და იგივე რამ გვაბედნიერებდეს, თუმცა ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ პირველი იანვარი ახალი წელის ათვლის წერტილი რომ არ იყოს, ეს დღე ისტორიას მაინც ემახსოვრებოდა. 

რატომ?

თუნდაც იმიტომ, რომ 1853 წლის პირველ იანვარს აბრაამ ლინკოლნმა ფერადკანიანთა დამოუკიდებლობის მანიფესტი გამოსცა. ან კიდევ იმიტომ, რომ  1948 წლის ამავე დღეს იტალიამ კონსტიტუცია მიიღო. ანდაც იმიტომ, რომ 1973 წელს დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და დანია  ევროკავშირს შეურთდნენ. ჩვენ თუ გვკითხავთ, ყურადღების მიღმა არც ის უნდა დავტოვოთ, რომ 1998 წლის პირველ იანვარს ევროპის ცენტრალური ბანკი შეიქმნა და არც ის, რომ 2002 წლის პირველი იანვრიდან მიმოქცევაში  ევროს ბანკნოტები გაუშვეს. პრინციპში, ეს დღე ხელწამოსაკრავი არც საქართველოს ისტორიისთვისაცაა - სხვა თუ არაფერი, 1857 წლის პირველი იანვრიდან თბილისში ხელმეორედ აღდგენილი ჟურნალი „ცისკარი“ იწყებს გამოსვლას.  
sofi lorenეს ყველაფერი იქით იყოს და ბევრი ადამიანისთვის პირველი იანვარი დაბადების დღეა. ამ დღეს დაბადებულთა შორის კი ისეთებიც არიან, მათ დაბადებას სამყარო დღესაც რომ სიხარულით იხსენებს.  მაგალითად, მიშელ მერსიე - 1939 წლის პირველ იანვარს დაბადებული ფრანგი მსახიობი. მან 50-მდე ფილმში ითამაშა, თუმცა როგორც ამბობენ ყველაზე ცნობილი ფილმიდან „ანჟელიკა, ანგელოზების მარკიზა“ გახდა. ფილმში ის მთავარ როლს თამაშობდა.

 

 

 

 

 

kaciრადგან მსახიობებით დავიწყეთ, არც ფრენკ ლანგელა დავივიწყოთ. ამერიკელი მსახიობი 1938 წლის 1 იანვარს დაიბადა. ბევრ ჩვენგანს ალბათ ის ფილმიდან „შეშლილი დიასახლისების დღიურები“ ახსოვს, სადაც ჯორჯ პრაგერის როლს ასრულებდა.
 


gogoაქვე, ჩვენც გვახსოვს და თქვენ გაგახსენებთ ინგლისელ მსახიობ სოფი მაკშერას. ის 1985 წლის პირველ იანვარს დაიბადა და ცნობილი ფილმიდან „დაუტონის სააბატო“ გახდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


meore-kaciმსახიობებთან ერთად, ამ დღეს დაბადებული ფეხბურთელებიც არ გვავიწყდება. მაგალითად, ვიცით, რომ 1992 წლის 1 იანვარს  ინგლისელი ფეხბურთელი ჯეკ იულშერი დაიბადა. მან წარმატება ჯერ კიდევ „არსენალის“ აკადემიის ახალგაზრდულ გუნდში მოიპოვა, შემდეგ კი, როგორც ვიცით, ფროფესიულ ფეხბურთში დაიმკვიდრა თავი. ცოტა კი არა, მასზე გაცილებით ადრე, 1957 წლის პირველ იანვარს დაიბადა ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია. იგი „თბილისის დინამოსა“ და „სსრკ ნაკრების“ წევრი იყო. 1981 წლიდან კი ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ალბათ ვიცით, რომ ქუთაისის ცენტრალური სტადიონი, სწორედ მის სახელს ატარებს.
 

 

 

 

 

 


და ბოლოს ვიხსენებთ მასაც, ვინც დღესაც ცოცხალია  - 1968  წლის  1 იანვარს დაბადებულ  გერმანელ მუსიკოს და კომპოზიტორ, ჯგუფ „სკუტერის“ დამაარსებელ რიკ ჯორდანს. ჯგუფმა თავისი არსებობის ისტორიაში 12 მილიონი ალბომის ასლი გაყიდა და 60 ოქროსა და პლატინის ჯილდო მიიღო. ჯორდანმა ჯგუფი 2014 წელს დატოვა, თუმცა მუსიკის წერას დღემდე აგრძელებს.

Read 659 times Last modified on Last modified on იანვარი 04 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი