ძმები რომელაშვილების ქუჩის რეაბილიტაციისათვის 273 ათასი ლარი გამოიყო

მაისი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორში ძმები რომელაშვილების ქუჩის 485 მეტრიანი მონაკვეთის სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (ჭალის დასახლება, სტალინის გამზირიდან გრ. ფერაძის ქუჩამდე)," - აღნიშნული ინფორმაცია გორის მერიამ გაავრცელა. 

როგორც მერიაში ამბობენ, პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო და საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაციასა და ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობას. ქუჩის აღნიშნილ მონაკვეთზე ტროტუარები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. სახელშეკრულებო ღირებულება 273 766 ლარს შეადგენს.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი კი 34% შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" აწარმოებს.

Read 692 times Last modified on Last modified on მაისი 07 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი