მამუკა ფანიაშვილი: ნახევარი ქალაქი მტვერშია გახვეული, იმდენი მშენებლობა მიმდინარეობს

მაისი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან“მამუკა ფანიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს გორში, მასშტაბური საგზაო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივ ბიუჯეტში წელს 25 ქუჩის რეაბილიტაციისთვისაა თანხები გათვალისწინებული. ეს პროცესი კი საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, უკვე დაწყებულია.

რამდენიმე დღის წინ მამუკა ფანიაშვილმა ასევე 2012 წლიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოებიც შეაჯამა და განაცხადა რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში მინიმუმ 60 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა.

,,მხოლოდ მიმდინარე წელს 25 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. საჭირო თანხები გამოყოფილია.  შესაბამისი პროექტების განხორციელება  უკვე დაწყებულია, რაც წლის ბოლომდე ყველა ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს.  ნახევარი ქალაქი მტვრის ბუღშია გახვეული, იმდენი მშენებლობა მიმდინარეობს.“-აცხადებს მამუკა ფანიაშვილი.

Read 1308 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი