Back to Top
ორშაბათი, 07 მაისი 2018 16:24

9 მაისს ომის ვეტერანები და მათი ოჯახები ფულად დახმარებას მიიღებენ

Rate this item
(0 votes)

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ვეტერანს ერთჯერადი დახმარების სახით გადაეცემა 600 ლარი, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახებს - 300 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 აპრილის განკარგულების თანახმად, დახმარებას თბილისში რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დედაქალაქის მერია, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ.

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, რომელიც მეორედ აღარ დაქორწინებულა, აგრეთვე ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრი, რომელიც დაღუპულის კმაყოფაზე იმყოფებოდა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებდა მარჩენალის პენსიას.

Read 1567 times