გორის მუნიციპალიტეტში 16 პროექტის განხორციელებისთვის 10 620 000 ლარი დაიხარჯება

მაისი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2018 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდან“ გამოყოფილი თანხა 16 ინფრასტრუქტურულ პროექტზე გადანაწილდა.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №952 განკარგულების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში აღნიშული ფონდიდან უკვე დაფინანსებულ 11 პროექტს კიდევ 5 დაემატა. დამატებული ხუთივე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

1. ქალაქ გორში გოგებაშვილის ქუჩის (კახნიაშვილის ქუჩის კვეთიდან 26 მაისის სანაპირომდე) მონაკვეთის, საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა;
2. ქვემო ხვითის გზის ასფალტირება (რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე);
3. გორი-მეჯვრისხევის შიდასახელმწიფოებრივი გზიდან კვარხეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
4. ხურვალეთის გზის ასფალტრება;
5. ქალაქ გორში მამარდაშვილისა და ჩოდრიშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;

მერიის ინფორმაციით, 3 მაისამდე დაფინანსებული 11 - დან 10 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის ერთი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი.

თექვსმეტივე ინფრასტრუქტურული პროექტი აღნიშნული ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მათი ჯამური ღირებულების - 10 620 000 ლარს შეადგენს. თანხის 66% „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, ხოლო 34% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 3 619 998 ლარით განისაზღვრა.

Read 1668 times Last modified on Last modified on მაისი 07 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი