"გაეროს მოდელირება 2018" გორში

მაისი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში ახალგაზრდებმა იმიტირებული გაეროს სხდომა მოაწყვეს, რომელზეც აქტიურად სამ ძირითად თემაზე იმსჯელეს: ირანის ბირთვული პროგრამა, სირიის კრიზისი (ქიმიური იარაღი) და ადამიანის უფლებები - სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა.

პროექტში 30 ახალგაზრდა იყო ჩართული. 

"პროექტის მიზანი ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში გაეროს სხდომებთან დაკავშირებით, გაეროს როლის, გლობალურ სამყაროში და მისი ქმედითი ნაბიჯების შესაძლებლობების გაცნობიერება. მიუხედავად მათი ასაკისა, ახალგაზრდებმა აჩვენეს ცოდნის მაღალი დონე და პროექტის მიზნიდან გამომდინარე მათ თვალნათლივ წარმოაჩინეს მათზე დაკისრებული მოვალეობა, გაითავისეს რა მათ განპირობებული ქვეყნების ინტერესების დაცვა საერთო ინტერესებთან შეფარდებით", - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახლგაზრდული განყოფილების ხელმზღვანელმა დიმიტრი გოგიაშვილმა.

პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა საინიციატივო ჯგუფის „მშვიდობის მშენებლება“ ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) და ევრორეგიონალური უნივერსიტეტის მხარდაჭერით. 

Read 2150 times Last modified on Last modified on მაისი 08 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი