გარემოვაჭრეებს მერი ხვდება - შეხვედრა მერიაში მიმდინარეობს
ამ წუთებში გარემოვაჭრეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ხვდებიან.
მოლაპარაკების მაგიდასთან მოვაჭრეების მიერ შერჩეული 4 ადამიანი ზის, დანარჩენები კი, გადაწყვეტილებას შენობის მიმდებარედ, ქუჩაში ელოდებიან.
ერთ-ერთი გარემოვაჭრის ინფორმაციით, თვითმმართევლობა სათანადო ალტერნატივას არ სთავაზობს, რის გამოც შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგანან. რამინ აბულაძის თქმით, მერიის წარმომადგენლებს არ ენდობიან და მათთვის მისაღები შედეგის მიღწევის იმედი არ აქვთ.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა