არჩილ ტატუნაშვილის მამა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს

მაისი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი მოითხოვს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დროულად დადოს შუალედური დასკვნა. როგორც ტატუნაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმის დადასტურება, რომ მისი შვილი ნაწამებია, ორგანოების გადმოცემის გარეშეც ცხადია.

"ჩემი შვილი იყო სასტიკად ნაწამები და ექსპერტიზის შუალედური დასკვნა რატომ არ დადეს, არ ვიცი. შუბლზე ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, ხელები დამტვრეული ჰქონდა და თითებიც ხელმეორედ აქვს აწყობილი. ორგანოების გარეშეც თვალნათლივ ჩანს, რომ ჩემი შვილი ნაწამებია და ამის ამსახველი ფოტოებიც მაქვს ტელეფონში“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, მისი თქმით, ეს მან გუშინ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლისგან შეიტყო.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

Read 894 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი