თენგიზ ხუბულური ნაციონალური მოძრაობისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მაისი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის  გაღიზიანება ნაციონალური მოძრაობის  facebook გვერდზე  გავრცელებულ ინფორმაციას  მოჰყვა.

სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მოხედვით, ა(ა)იპი ტურიზმისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში დეპუტატის რძალი და ძმისშვილი  დასაქმდნენ.  რასაც თენგიზ ხუბულური არც უარყოფს და არც ადასტურებს. თუმცა ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ნეპოტიზმში უსაფუძვლოდ ადანაშაულებს, რაზეც საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობა ცდილობს სიცრუის ტირაჟირებას, რის საფუძველზე მადანაშაულებენ ნეპოტიზმში არ მესმის, არ შეიძლება ჩემი ნათესავი ან ახლობელი სადმე მუშაობდეს? ვინ სად მუშაობს ჩემი ახლობელი მითხრან, თუ არადა ბოდიში მომიხადონ, თორემ წარამარა  ჩემი სახელის ასე ხსენებას არ ვაპატიებ.“- ამბობს ხუბულური

"ნაციონალური მოძრაობა" ბოდიშის მოხდას არ აპირებს, პარტიის წარმომადგენელი  ბადრი ბასიშვილი ამბობს რომ მათი პარტია მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილ ინფორმაციას ავრცელებს, ნეპოტიზმის არარსებობის შესახებ კი შესაბამისი არგუმენტები თავად მერიამ და დეპუტებმა უნდა წარმოადგინონ.

„რატომ უნდა მოვიხადოთ ბოდიში? რაც გავრცელდა სრული სიმართლეა. ბოდიში რატომაა მოსახდელი ვერ ვხვდები, პირიქით თვითონ შეპირდნენ ხალხს ათასობით სამუშაო ადგილს და რატომღაც მათი ნათესავები აღმოჩნდნენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულნი. უამრავი ადამიანი, ვისაც ცოდნა და განათლება აქვს, მაგრამ ვერ მუშაობს.“ - განაცხადა ბასიშვილმა

რადიო მოზაიკა ინფორმაციის დასაზუსტებლად აღნიშნული მუნიციპალური ა(ა)იპის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. გიორგი ნადიბაიძე ამბობს რომ სააგენტოში  რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობს  და შესაბამისად ყველა მათგანს არ იცნობს. ზუსტი ინფორმაციის მისაღებად კი ოფიციალური წერილით მიმართვას გვირჩევს. თავად პარლამენტარი ნეპოტიზმის ფაქტებს მისი ახლობლების დასაქმების პროცესში ვერ ხედავს, ოპოზიცია კი სოციალური ქსელის მეშვეობით გორის მერიასა და საკრებულოში თანამდებობის პირების ახლობლების დასაქმების შესახებ ყოველდღიურად ავრცელებს

Read 1147 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი