სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით გორში ხელმოწერებს აგროვებენ

მაისი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ცენტრალური ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნის გორში ხელმოწერების შეგროვება იწყება. 

 გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, პეტიციის ტექტი უკვე შედგენილია. 

"ჩვენი არჩევანი იმის თაობაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვსურს ცხოვრება, მეტყველებს იმ ღირებულებებზე, რასაც მნიშნველოვნად მივიჩნევთ. როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, რუსეთთან ომით დაზარალებული ქალაქის მთავარი ქუჩა დღემდე სტალინის სახელს ატარებს, ეს შეუსაბამობაში მოდის ქვეყნის მიერ არჩეულ დასავლურ კურსთან, იმ ღირებულებებთან, რომელთან იდენტიფიცირებასაც ვახდენთ. ამიტომ, თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მივმართავთ გორის მერს, წარადგინოს ინიციატივა გორის მუნიციპატლიტეტის საკრებულოს წინაშე, რათა ამ უკანასკნელმა იმსჯელოს სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ.

1921 – 1953 წლებში, სტალინურმა რეჟიმმა დაიჭირა და გადაასახლა 1 მილიონი ადამიანი, საკუთარი მიწიდან იძულებით აყარა 9 მილიონი გლეხი, მასიური კოლექტივიზაციის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, ხელოვნურმა შიმშილობამ უკრაინაში 6 მილიონამდე ადამიანი შეიწირა, „დიდი ტერორის“ დროს დაისაჯა მილიონამდე ადამიანი, შრომით ბანაკებში 4 მილიონი ადამიანი გაიგზავნა. სტალინიზმის შედეგად, 1921-დან 1941 წლამდე, 72 000 ქართველი დახვრიტეს, რაც მთელი ერის 3% წარმოადგენდა. ისტორიული ფაქტების გააზრება, ლოგიკურს ხდის, სტალინიზმისგან დისტანცირების სურვილს, რომელიც ჩვენი მოთხოვნის საფუძველია", - ვკითხულობთ პეტიიციის ტექსტში. 

სტალინის ქუჩისთვის სახელის გადაქრმევის მსურველებს, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ხელმოწერის სახით, ხვალ დაგეგმილ ფორუმზე შეეძლებათ. 

ამავე თემაზე: "ანტიტოტალიტარული 9 მაისი" - ფორუმი გორში

ფორუმი "ანტიტოტალიტარული 9 მაისი" 9 მაისს, 13:00 საათზე გორის უნივერსიტეტში დაიწყება. მისი ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი "მარო". 

Read 12983 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი