გიორგი კანდელაკი: თავისუფლების ქარტიას არ ვცნობთ

მაისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საზოგადოება "გორელების" წარმომადგენლებს, რომლებმაც მსვლელობა მოაწყეს გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის სახლ - მუზეუმამდე, ტოტალიტარიზმის სიმბოლოები არ გამოუყენებიათ.

მსვლელობაში მონაწილეობა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ, "გორელების" დამფუძნებლებმა - ყოფილმა მოკრივემ და ბიზნესმენმა გიორგი კანდელაკმა და ასევე ბიზნესმენმა ზურაბ წკრიალაშვილმა მიიღეს.

"გამარჯვების დღეს ვზეიმობთ გორელები. იმ თაობას ხომ უხაროდა, რომ გაიმარჯვეს. სწორედ ამას ვზეიმობთ. ყველა აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ჩვენ ვემიჯნებით წითელ დროშებს და მსგავს რაღაცებს. ასევე კომუნისტურ პარტიასაც. რომ ვთქვათ, არც თავისუფლების ქარტიას ვცნობთ", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა

საზოგადოება "გორელების" წარმომადგენლები საბჭოთა დიქტატორის მიმართ ლოიალურობით გამოირჩევიან. მათ სტალინის ძეგლის გორში აღმართვა არაერთხელ მოითხოვეს.

Read 1747 times Last modified on Last modified on მაისი 09 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი