"ანტიტოტალიტარული 9 მაისი" - უნივერსიტეტში ფორმუმი მიმდინარეობს

მაისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 კომუნისტური პარტიისა და საზოგადოება "სტალინელის" წარმომადგენლების მიტინგის პარალელურად, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობს ფორუმი „ანტიტოტალიტარული 9 მაისი“.

"ღონისძიების მიზანია, საზოგადოებას დაანახოს კორელაცია სტალინის თემასა და ანტიდასავლურ კამპანიას შორის, რაც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს. ასევე, დაეხმაროს საზოგადოებას საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის გააზრებისა და ტოტალიტარიზმისგან დისტანცირების საჭიროების გაანალიზებაში", - ამბობენ ფორუმის ორგანიზატორები. 

ამ საკითხებზე, ფორუმის ფარგლებში, მოხსენებას წაიკითხავენ მოწვეული სპიკერები: 
• თამარ კორძაია
• დათო ჯიშკარიანი
• დავით დარჩიაშვილი 
• რუსუდან გოცირიძე
• ზვიად ქორიძე
• ნატო ბაჩიაშვილი 
• ანა ნაცვლიშვილი


ღონისძიებას ესწრებიან სამთავრობო, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები. ფორუმის დასრულებისას, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მოსაზრების გამოთქმისა და კითხვის დასმის საშუალება ექნება.

ღონისძიებას საინიციტივო ჯგუფი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით მართავს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საინიციტივო ჯგუფი მსგავსი სახის აქტივობებს უკვე მესამე წელია ახორციელებს

Read 404 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი