გორში მდინარე მეჯუდას კალაპოტი და ნაპირები იწმინდება

მაისი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში მდინარე მეჯუდას კალაპოტისა და ნაპირების გაწმენდა მიმდინარეობს.

სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს. „გალაქტიკა“ ახორციელებს. პროექტის მიხედვით, მდინარის 2 კმ-იან მონაკვეთზე კალაპოტის დაღრმავება და გაგანიერება ხორციელდება.

პროექტის მიმდინარეობა გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილმა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ჯალაღანიამ ადგილზე დაათვალიერეს.

მდინარის კალაპოტში ჩახერგილი ხეები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. პრობლემას წარმოადგენდა ასევე კალაპოტის სიღრმე და ე.წ. კუნძულები, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოდიოდა და მიმდებარე სახლების სარდაფებს ტბორავდა, იტბორებოდა გზის სავალი ნაწილიც.

მდინარე მეჯუდაზე სამუშაოები აპრილის ბოლოს დაიწყო და ივნისში დასრულდება.

Read 1091 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი