კულტურა საზღვრებს გარეშე - პროექტი წიგნის პოპულარიზაციისთვის

მაისი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე" 10 მაისს სოფელ მეჯვრისხევში გაიხსნა.

მეჯვრისხევის სკოლის ეზოში მოეწყო სკვერი-ბიბლიოთეკა ,,წიგნის ბუდე“, სადაც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები შეინახება და ყველა მსურველს შეეძლება სარგებლობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თანამედროვე მწერლები და მეცნიერები გიორგი კეკელიძე, გაგა ლომიძე და ნანა ლატარია, რომლებმაც წაიკითხეს ლექციები 1918-1921 წლების ქართული მწერლობისა და ხელოვნების, ალექსანდრე ყაზბეგისა და ოთარ ჭილაძის შესახებ, ასევე, ისაუბრეს კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში გამართეს დიალოგი მკითხველებთან.

ღონიძიება მეჯვრისხევში ადგილობრივი და დევნილი ახლაგაზრდა ხელოვანების სხვადასხვა სახის ნამუშევრების გამოფენით გაგრძელდა და დასრულდა ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის „აპრილის სუსხის“ ჩვენებით. საუკეთესო მოსწავლეებს კი საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

პროექტის დასკვნითი ეტაპზე გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ჯგუფ „ქიმერას“ კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტში მონაწილე სტუდენტები სოფელ მეჯვრისხევიდან, ასევე, სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდები.

პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე" ,,ეკვილიბრიუმის“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და კულტურის სამინიტროს ხელშეწყობით მიმდინარე პროექტია, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მდებარე გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში (ტყაია, მეჯვრისხევი, ორსანტია, მერეთი) სკვერ–ბიბლიოთეკების მოწყობას გულისხმობს.

მსგავსი ბიბლიოთეკები უკვე მოეწყო ანაკლიაში, ნიქოზსა და დიცში.

როექტის მიზანია წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდა შერჩეულ სოფლებში, სადაც არ არსებობს ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ისარგებლოს წიგნებით ან განახორციელოს საგანმანათლებლო აქტივობები და შემეცნებითი ღონისძიებები.

Read 1082 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი