მაკრახიძე: ალბათ ზემდგომებმა დაიბარეს დეპუტატები და ამიტომ ჩაშალეს გორში საკრებულოს სხდომა

მაისი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცოტა ხნის წინ დასრულდა ,,ქართული ოცნების“ ყრილობა თბილისში, რომელსაც დელეგატები და სპეციალურად მიწვეული სტუმრები გორიდანაც შეუერთდნენ.

გორის მაჟორიტარი-დეპუტატის ინფორმაციით, დამსწრეთა შორის იყვნენ გორის მერი კოტე თავზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები. 

ჩვენთან საუბარში, იოსებ მაკრახიძემ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას დიდებული უწოდა. მაკრახიძე დღეს გორის საკრებულოს ჩაშლილ სხდომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ადგილი არანაირ დარღვევას არ ჰქონია.

,,ალბათ დაიბარეს ზემდგომებმა და სხდომის ჩაშლა გახდა საჭირო. აუცილებელი რომ არ ყოფილიყო, არ დაიბარებდნენ თბილისში. ამით არაფერი არ დაშავებულა, არც კანონი არავის დაურღვევია“, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 33 საკითხის განხილვა იყო ჩანიშნული. სესია ორშაბათამდე გადაიდო.

Read 2579 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი