ადამიანის უფლებათა ცენტრი: მივმართავთ შსს-ს დაინტერესდეს "მაროს" წევრებზე მიმართული აგრესიით

მაისი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ პეტიციას ქალაქ გორში სტალინის ქუჩისათვის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით.

უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იდეისა და ჯგუფის მიმართ  სოციალური ქსელში  გავრცელებული არაჯანსაღი კრიტიკა სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრში მიაჩნიათ, რომ  რიგ შემთხვევებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის, კერძოდ - მუქარის ნიშნები.

"ყველა ადამიანი არის თავისუფალი, წარადგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში საკუთარი ინიციატივა, მიუხედავად იმისა, მისაღებია იგი თუ არა საზოგადოების ნაწილისათვის. დაუშვებელია განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ადამიანების ლანძღვა, დევნა, მუქარა, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა. საქართველოში მოქმედებს კანონი „თავისუფლების ქარტია", რომელიც კრძალავს ქუჩებისთვის კომუნისტური, ტოტალიტარული სახელწოდების მინიჭებას და მოითხოვს მინიჭებული სახელწოდებების აღმოფხვრას. პეტიცია სრულ შესაბამისობაში მოდის კანონმდებლობასთან და მეტიც, ყოველგვარი პეტიციის გარეშეც გორის მუნიციპალიტეტი ვალდებულია, აღმოფხვრას ქუჩების კომუნისტური სახელწოდებები. 


ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაუყონებლივ მოახდინოს იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც სიძულვილის ენით, მუქარით მიმართავენ პეტიციის ავტორებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნაა, შს სამინისტრომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო დანაშაულები", - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

 

Read 1295 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი