,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა გარემოვაჭრეს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა

მაისი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხიდისთავის თემის დეპუტატსა და საკრებულოს სხდომაზე მისულ გარემოვაჭრეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამინ აბულაძემ ივანე ნონიკაშვილის 7-თვიანი მუშაობა გააკრიტიკა.

საკუთარ თემში მცხოვრების კრიტიკა დეპუტატისთვის იმდენად უსიამოვნო აღმოჩნდა, რომ აბულაძეს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, კი მისი ოჯახის ცხოვრებაზე კონკრეტული დეტალები გაახმაურა. 

გარემოვაჭრე მიიჩნევს, რომ ,,ქართული ოცნების“ წევრმა მისი პირადი სივრცე დაარღვია, რასაც არ ეთანხმება თავად ნონიკაშვილი.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძემ ვერ გაიხსენა მისი გუნდის დეპუტატისა და გარემოვაჭრის სიტყვიერი შელაპარაკებიის ფაქტი.

მას შემდეგ რაც აბულაძე სხდომიდან გააძევეს, მას სიტყვიერად კიდევ ერთი საკრებულოს წევრი დავით სარალიძე დაუპირისპირდა. სარალიძეც ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

მდგომარეობა საბოლოოდ საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა განმუხტა.

Read 1233 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი