გორის სპორტის სასახლისთვის 10 მილიონ აშშ დოლარს მთვარობა 5 წელში დაფარავს

იანვარი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(2 votes)

 ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

 

გორის სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულებას სპორტის სამინისტროში 2018 წლის თებერვლის ბოლოსთვის ვარაუდობენ. ორდარბაზიანი მულტიფუნქციური კომპლექსი,  რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის არის  განკუთვნილი 2 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ახორციელებს. კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოების 95% უკვე დასრულებულია. 

„შიდა სამუშაოები 95%-ით დასრულებულია. მიმდინარეობს გარე სამუშაოები. ავტოპარკინგის ნაწილი ასფალტდაგებულია. მიმდინარეობს გარე გამწვანების და გარე განათების სამუშაოები.“

 მშენებლობის დასრულების შემდეგ გორში შესაძლებელი იქნება ხელბურთში, ფრენბურთში, ფუტზალსა და ჭიდაობაში საქართველოს პირველობების ჩატარება. სპორტულ კომპლექსს ასევე რეგიონალური ტურნირების მასპინძლობაც შეეძლება. როგორც გოგოლაძემ გვითხრა, კომპლექსის მშენებლობის ხარჯებმა 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

„ჩვენი სურვილია, რომ ის მაღალი კატეგორიის საერთაშორისო შეჯიბრებები, რომლებსაც აქამდე მასპინძლობდა თბილისი, რეგიონებში იყოს გადანაწილებული. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში გორი ამ სპორტის სასახლეში უმასპინძლებს არაერთ საერთაშორისო ტურნირს. თითო სპორტის სასახლის მშნებლობა დაჯდა დაახლოებით 10 000 000 აშშ დოლარი და ეს თანხა გადახდილი იქნება 2021 წალმდე, ეტაპობრივად, ანუ განვადებით არის, ასე რომ ვთქვათ.“

sportis sasaxleee

რაც შეეხება უკვე არსებულ „შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სპორტულ სკოლას“, მისი ფუნქციები უცვლელი დარჩება და სპორტმენები ვარჯიშს კვლამ აღნიშNულ შენობაში გააგრძელებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლე ასევე შენდება ხაშურში. ხოლო კასპში ახლადრეაბილიტირებული სპორტული კომპლექსი უკვე ექპლუატაციაშია შესული.  

Read 3348 times Last modified on Last modified on იანვარი 04 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი