Back to Top
სამშაბათი, 15 მაისი 2018 17:45

გორის მუნიციპალიტეტში უბნის რჩეულები ინიშნებიან

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში უბნის რჩეულები ინიშნებიან.

დადგენილების პროექტი, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგობის მიუხედავად, გორის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

დოკუმენტის მიხედვით, რჩეულს საერთო კრებაზე ადგილობრივები აირჩევენ. მისი უფლება-მოსილების ვადა, მომდევნო კრებამდე გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი კანდიდატის დაყენება არ მოხდება, ვადები გახანგრძლივდება.

ამ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობა, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. ირმა ამბარდნიშვილი მიიჩნევს, რომ რჩეულების საარჩევნო ოლქებში არჩევა, მმართცველი გუნდის მხრიდან აგიტაციის მიზნით ხდება.

ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ ,,ქართულ ოცნებაში“. მიხეილ გოგინაშვილისა და მარლენ ნადირაძის აზრით, ნაციონალურ მოძარაობას დოკუმენტი არ წეაუკითხავს და საკითხს პოპულისტურად უდგებიან.

 

Read 1686 times