სოციალური პაკეტისთვის 2018 წელს 123 090 ლარით მეტი დაიხარჯება

იანვარი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

 

2018 წლის ბიუჯეტში სოციალური პაკეტისთვის 1 მლნ  840 ათასი ლარია გათვალისწინებული -ამის შესახებ რადიო ,,მოზაიკას''გორის მერიიდან აცნობეს. გასულ წელს ეს თანხა ქალაქ გორის შემთხვევაში - 820 600 ლარი იყო. ხოლო გორის მუნიციპალიტეტისათვის - 896 310 ათასი ლარს შეადგენდა. საერთო ჯამში კი გასული წლის სოციალური პაკეტი სულ 1 726 910 ლარით განისაზღვრებოდა, რაც ანალოგიური მიმართულებით ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებულ თანხაზე 123 090 ლარით ნაკლებს შეადგენს.

გორის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლის, დავით ჩიხრაძის განმარტებით, თანხა ძირითადად მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლადაა გათვალისწინებული.  

,,ესენი გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, პენსიონერები, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები და ა.შ. ასევე გვაქვს ონკოლოგიური პაციენტებისთვის გათვალისწინებული ჯანდაცვის პაკეტი, ასევე გვაქვს დაუნის სინდრომისა და სხვა იშვიათი დაავადებების დახმარება გათვალისწინებული. ყველა სპექტრს ვერ მოვიცავთ, მაგრამ ვეცადეთ რომ ეს დაავადებები დაგვემატებინა და წელს უფრო მეტი მიმართულებით დავეხმარებით.“

2018 წლიდან ცვლილება შეეხო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისთვის განსაზღვრულ თანხას და ის 100-დან 200 ლარამდე გაიზარდა. შეიცვალა ასევე  უსინათლო ადამიანების კატეგორია, რომლებიც მერიისგან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ. სოციალური სამსახური, ა(ა)იპ - ებთან და არასამთავრობო ორაგნიზაციებთან თანადაფინანსების კუთხით აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

,,შარშან იყო დახმარება მხოლოდ მკვეთრად გამოხატულ უსინათლოებზე, ანუ პირველი კატეგორიის უსინათლოებზე,. წელს არის უკვე, როგორც პირველზე, ისე მეორე კატეგორიაზე.  ეს გახლავთ ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით.“

სოციალურ პაკეტში შედის უსახლკარო ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი და რეინტეგრირებული ბავშვების დახმარებაც. რომლებისთვისაც ოჯახში დაბრუნების შემდეგ მათ სრულ ინტეგრაციამდე თვეში 80 ლარია გათვალისწინებული. ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტში სულ 7000 მდე სოციალურად დაუცველი ოჯახია რეგისტრირებული, აქედან 4000 - რაიონის მასშტაბით, დანარჩენი 3000 კი ქალაქში ცხოვრობს.

Read 1093 times Last modified on Last modified on იანვარი 04 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი