გორის მუნიციპალიტეტის სამ თემში ახალგაზრდების ჩართლობის გაძლიერებისთვის იმუშავებენ

მაისი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება შიდა ქართლის რეგიონში -ამ სახელწოდების პროექტის განხორციელება გორის მუნიციპალიტეტის სამ თემში -ხურვალეთში შინდისსა და სკრაში - დაიწყო.

პროექტი ოთხ თვეს მოიცავს და 13 წლის ზემოთ ასაკის მქონე ახალგაზრდებთან მუშაობა 4 თვის განმავლობაში იგეგმება. პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ორგანიზაცია ,,ქართლოსი“ ახორციელებს.

,,პროექრტის მიზანია ამ თემში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება და ჩართულობის გაძლიერება. ამისთვის ჩვენ ვგეგმავთ ხურვალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებში, ასევე შინდისის თემში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ტრენინგ -სემინარების მოწყობას სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა მედიაცია, პროექტების წერა და მართვა, კონფლიქტების დარეგულიორება, გენდერი, თანასწორობა, ნატო, ევროკავშირი და ა.შ. ასევე აქტივობების განხორციელება ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ ინგლისური ენის კლუბების შექმნას, სადაც უცხო ენის შესწავლა პროექტის ბენეფიციარებს ადგილზე უფასოდ შეეძლებათ. ამ იდეის განხორციელებაში ქართლოსის ევს -ის მოხალისეები გვეხმარებიან. ასევე ვფიქრობთ არტთერაფიის კურსის განხორციელებასაც, რადგან ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილებამ ამის რეალური საჭიროება ნამდვილად დაგვანახა“, - ამბობს პროექტის წარმომადგენელი ,,ქართლოსიდან“ ლელა მაზმიშვილი.

პროექტის პრეზენტაცია გუშინ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში გაიმართა და ხვალ სკრაში იგეგმება. 

Read 1207 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი