სოციალური კინო - გორის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტი დაიწყო

მაისი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდული პროექტი "სოციალური კინო" დაიწყო.

პირველი შეხვედრა, ფილმის „ახლა საით წავიდეთ?“ ჩვენება და განხილვა გორის უნივერსიტეტში გაიმართა.

პროექტი „სოციალური კინო“ განკუთვნილია გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ზოგადი კინემატოგრაფიითა და ისეთი სოციალური საკითხებით დაინტერესებისთვის, როგორებიცაა: ეკოლოგია, ისტორია, კულტურა, მედიაზემოქმედება. პროექტის მიზანია თანამედროვე ქართველი კინორეჟისორებისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაცია.

პროექტი გათვლილია სოფელ დიცში, ტირძნისში, მერეთსა და ხელთუბანში მცხოვრებ 20-30 ახალგაზრდაზე, რომლებიც წინასწარი გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.

,,სოციალური კინოს“ ფარგლებში გაიმართება კიდევ 4 შეხვედრა - მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟანი ფილმების ჩვენება. ასევე, ლექციების, დისკუსიებისა და დებატების საშუალებით, მოეწყობა ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა: რელიგიური კონფლიქტები და ქალთა როლი ამ კონფლიქტებში, ადამიანის ზემოქმედების შედეგები ეკოლოგიაზე, პოლიტიკა და სახელმწიფო მმართველობა.

,,სოციალურ კინოს“ ,,ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამიდან“ გორის მუნიციპალიტეტის მერია 1620 ლარით აფინანსებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან, ასევე, „მეგობრობის ხიდი ქართლ-ოსი“, ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და დიცის, ტირძნისის, მერეთისა და ხელთუბნის სკოლები.

პროექტის ავტორია სოფელ დიცში მცხოვრები ახალგაზრდა ელენე მინდიაშვილი.

Read 732 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი