Print this page
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 18:14

ცხინვალისა და აფხაზეთის იზოლატორებში საქართველოს 15 მოქალაქე რჩება

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატიმრობაში საქართველოს 15 მოქალაქე რჩება. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2017 წელს სულ 176 პირი დააკავეს. აქედან, 51 - აფხაზეთის, 125 კი ცხინვალის მიმართულებით,  -ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

უწყების ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა ბოლო პერიოდის მონაცემებთან შედარებით, წელს გაცილებით ნაკლები იყო. საერთო ჯამში კი 2009 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 27 დეკემბრამდე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებულია 1 107 ადამიანი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 1 829 ადამიანი.

Read 1454 times Last modified on ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 18:19