Back to Top
ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 11:31

12 500 ლარის ღირებულების კონცერტის ჩატარება გადაწყდა

Rate this item
(0 votes)

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კონცერტი გორის კულტურის ცენტრში დღეს 19:00 საათზე დაიწყება.

ეს ინფორმაცია კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ნადიბაიძემ დაადასტურა. თანხა 12 500 ლარის ოდენობით ქუჩის მუსიკოსებს მომსახურების გაწევის შედეგად მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ჩაერიცხება.

ნადიბაიძე აზუსტებს, რომ ინიციატივა, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადების შესახებ, პატრიარქს ეკუთვნის. შესაბამისი დადგენილება კი პრემიერ მინისტრის მიერ დამტკიცდა.

Read 1235 times Last modified on ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 15:45