ადამიანის უფლებათა ცენტრი: მოქალაქე ოკუპირებულად მიჩნეულ მიწის ნაკვეთს საკუთრებაში დაირეგისტრირებს

მაისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2018 წლის 16 მაისს გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ილია ბერუაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში დარეგისტრირება დაავალა, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიაწოდა. 

ილია ბერუაშვილს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 8 იანვარს გორის რაიონის სოფელ დიცში (ბერულა) მცხოვრებმა ილია ბერუაშვილმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია. სამსახურმა უარი განაცხადა უფლების რეგისტრაციაზე. აღნიშნული უარი გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც, ასევე, უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ ილია ბერუაშვილის მიწის ნაკვეთი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ შეიძლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

"აღსანიშნავია, რომ ილია ბერუაშვილის მიწის ნაკვეთი ფაქტობრივი მდგომარეობით არ არის ოკუპირებული, მდებარეობს საოკუპაციო ზოლისა და ბანერის აქეთ. მას არ ექმნება არავითარი პრობლემა მის მოვლასა და დამუშავებისას. ნაკვეთზე, როგორც დე ფაქტო ისე დე იურე იურსიდიქციას ახორციელებს საქართველო. მიუხედავად ამისა, სარეგისტრაციო სამსახური დაუსაბუთებლად უარს აცხადებდა უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციაზე", - გვაცნობეს ორგანიზაციიდან. 

 

Read 1042 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი