Back to Top
ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 13:37

კომედიის ფესტივალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Rate this item
(0 votes)

5 ივნისიდან კომედიის ფესტივალი იწყება, რომელსაც გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი უმასპინძლებს.

ფესტივალს მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასი გახსნის, სპექტაკლით ,,როგორც გენებოთ“.

ბილეთების გაყიდვა დღეიდან, ერისთავის თეატრის სალაროში დაიწყო. ერთი ბილეთის ღირებულება 15 ლარია.

ფესტივალი 15 ივნისამდე გაგრძელდება. წარმოდგენები, 10 დღის განმავლობაში, ყოველ სარამოს 8:00 საათზე გაიმართება. ორგანიზატორები ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას 9 თეატრი, კომედიური ჟანრის სპექტაკლებით მიიღებს.

ფესტივალზე გორის ერისთავის სახელობის თეატრი, ლაშა შეროზიას რეჟისორობით, დადგმული სპექტაკლით ,,ღია ზღვაში“ წარსდგება.

კომედიის ფესტივალი წელს მეხუთედ იმართება.  10 დღიან ფესტივალს სამეფო უბნის თეატრი დახურავს, სპექტაკლით ,,დემონები“.

 

komediis festivali 17.5

Read 2043 times