ბაგა-ბაღში "ინტელექტი" სასწავლო პროცესი დღესაც ჩაიშალა

მაისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ნომერ პირველ ბაგა-ბაღში ,,ინტელექტი“ სასწავლო პროცესი მიმდინარე კვირას უკვე მეორედ ჩაიშალა. 

შეფერხებული სასწავლო პროცესის გამო, ბაღის დირექტორი მშობლებს ბოდიშს უხდის და მიზეზებს განმარტავს. 

ლალი ბაიაძის ინფორმაციით, ბაღმა მუშაობა სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის არქონის გამო ვერ მოახერხა. ორშაბათს სასმელი წყალი გორის არცერთ საბავშვო ბაღს არ მიეწოდებოდა და შესაბამისად, არცერთ მათგანს არ უმუშავია. დღეს კი, თბილისისა და თოიძის ქუჩებზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით, ქუჩებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. 

Read 1726 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი