"მოიზღვავე წიგნები" - გორის თეატრის ეზოში წიგნები ფასდაკლებით იყიდება

მაისი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერისთავის თეატრის ეზოში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

"მოიზღვავე წიგნები" - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც 17-18 მაისს თეატრის ეზოში მსურველებს წიგნების შეძენა შეეძლებათ. ოფიციალური ინფორმაციით, გამოფენაზე წიგნები 40-50%-იანი ფასდაკლებით იყიდება. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს 10 წამყვანი გამომცემლობის წიგნები 

გამომცემლობა აზრი
არეტე/Arete
გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing
გამომცემლობა "დიოგენე" Diogene Publishers
გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing
გამომცემლობა „ლაზარე“ • Lazare Publishing
გამომცემლობა ლოგოს პრესი
გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" - "BOOKS IN BATUMI" Publishing
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing
გამომცემლობა ზებრა

წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ირიათონი“ მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით ატარებს აქციას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყებაში, რაც წიგნების გამოფენა-გაყიდვას განსაკუთრებული ფასდაკლებით გულისხმობს. გამოფენის მხარდამჭერები არიან: გორის მუნიციპალიტეტის მერია და ერისთავის თეატრი. 

Read 1097 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი