საკრებულოს ბიუროს სხდომა და ოპოზიციის ნულოვანი მხარდაჭერა

იანვარი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ხმაურით წარიმართა. ერთმანეთს ფრაქცია ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ. ბიუროზე განსახილველად 13 საკითხი იყო წარდგენილი. ოპოზიციის წარმომადგენლები კი ყველა მათაგანის ხელახლა მომზადებას მოითხოვდნენ. საბოლოოდ, ბიუროს სხდომაზე ყველა დამტკიცდა, თუმცა მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების მხარდაჭერით.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა წარმოდგენილი შენიშვნები. როდესაც დავსვით ეს შენიშნები, მივიღეთ სხვა პასუხები, სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო. და ჩვენ მოვისმინეთ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ სრულიად ამაზრზენი პასუხები“, - გვითხრა ბექა ქორჩილავამ

ოპოზიციის კრიტიკის საგანი ასევე საჯარო მოხელეთა თანამდებობზე დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარმოდგენილი დასკვნა გახდა. ნაციონალურ მოძრაობას  მიაჩნია, რომ დასკვნა არასრულყოფილადაა წარმოდგენილი. მათგან განსხვავებით კი დოკუმენტში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ სახელისუფლებო პარტიაში.

ეს ყველაფერი დარეგულირდა კანონმდებლობით. ვინაიდან ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტში ჯამურად გაუქმებული მუნიციპალიტეტების ტოლი საჯარო მოხელეების ვერ იქნებოდნენ და როგორც საშტატო ნუსხამ, რომელიც მიღებულ იქნა საკრებულოს მიერ, დაგვანახა რომ მერიისა და საკრებულოს ერთად აღებული მოხელეების რაოდენობა რამდენიმე ათეულით ნაკლებია“, - ამბობს მარლენ ნადირაძე.

ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებით კმაყოფილი დარჩა სამანდატო -საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე ლია ჩლაჩიძე.  მას მიაჩნია, რომ სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობის შედეგია.

ის ოპოზიციაა და ჩვენ - პოზიცია. რა თქმა უნდა, პოზიციის არც ერთი გადადგმული ნაბიჯი არ მოსწონს ოპოზიციას. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი და საბოლოოდ მაინც გაირკვევა სიმართლე. თუ ადამიანს ექნება სწორი სახელმწიფოებრივი ხედვა, ამას ძალიან კარგად მიხვდება“,- განაცხადა ლია ჩლაჩიძემ.

ბიუროს სხდომაზე ყველა საკითხი დამტკიცდა. თითეულ მათგანს საკრებულოს წევრებს კენჭს 12 იანვარს უყრიან. 

Read 1404 times Last modified on Last modified on იანვარი 04 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი