პოლიციამ 20 და 22 წლის ძმების დაჭრაში ბრალდებული ამხილა

მაისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ტყვიავში 20 და 22 წლის ძმების დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი ამხილა.

უწყების ცნობით აღნიშნული პიროვნება დაკავებული არაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პიროვნებას შელაპარაკება მოუხდა 20 და 22 წლის ძმებთან. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რაც ძმების დაჭრით დასრულდა. ფიზიკური დაზიანებები მიიღო ასევე დაჭრაში მხილებულმა პირმა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. თუმცა იმის გამო, რომ დაჭრილი პირები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს.

უწყების ცნობით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 118 მუხლების მიხედვით

Read 1729 times Last modified on Last modified on მაისი 18 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი