სახელმწიფო მუზეუმებში დღეს შესვლა უფასოა

მაისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა, რომელსაც  საქართველოში მოქმედი ყველა მუზეუმი უერთდება.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ქვეყანაში, საქართველოს მუზეუმის ფესტივალი Museum Fest იმართება, რომელიც  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

დღეს, 10:00-დან 17:30 საათამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია. მიმდინარე გამოფენების გარდა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამებია დაგეგმილი, რომელზე დასწრებაც დამთვალიერებელს ასევე უფასოდ შეუძლია.

მუზეუმების საერთაშორისო დღე ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით 1977 წლიდან იმართება, რაც მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება – ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა.

Read 545 times Last modified on Last modified on მაისი 18 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი