გორში მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები 18 და19 მაისს გაიმართება

მაისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერია იმ ღონისძებების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებიც მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორში 18 და 19 მაისს გაიმართება

18 მაისი (მუზეუმის საერთაშორისო დღე);

10:00-18:00 ღია კარის დღე;

11:00სთ.- ფოტო გამოფენის; „ეროვნული სამოსი“ გახსნა, საგანმანათლებლო პროგრამა „მუზეუმი და ჩვენ“ (საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით შთაბეჭდილებათა ბანერის მოწყობა, სადღესასწაულო დეკორაციების შექმნა);

13:00 სთ.- გორის ძველი აბანოს („ერეკლეს აბანო“) გახსნა რესტავრაციის შემდეგ. /რუსთაველის ქ. №41./;

15:30 სთ.- სალონური შეხვედრა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან „მუზეუმი და საზოგადოება (თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები)“;

17:00 სთ.- მუზეუმის ანიმაციური ინსტრუქტორისა და „ვირტუალური მუზეუმის“ პრეზენტაცია;

19 მაისი -აქცია „ღამე მუზეუმში“

10:00 სთ-დან- მზადება აქციისთვის „ღამე მუზეუმში“;

21:00 სთ - ღონისძიება მუზეუმის ეზოში „გორი - მულტიკულტურული ქალაქი“;
* კონცერტი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში შემავალი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით; 
* პერფორმანსი;
* იმუშავებს სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად სპეციალურად მოწყობილი კუთხე;

პარალელურად კედელზე მოწყობილ ეკრანზე პერიოდულად იტრიალებს სხვადასხვა ვიდეო რგოლი: მუზეუმის ანიმაციური ინსტრუქტორი, „ვირტუალური მუზეუმი“, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების ამსახველი დოკუმენტური მასალა.

 

 

Read 988 times Last modified on Last modified on მაისი 18 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი