გორის საცურაო აუზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მაისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საცურაო აუზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საცურაო აუზი შპს „ჰელმესს“ ეკუთვნის.

გორის საცურაო აუზი წლების განმავლობაში დაკეტილი იყო. შენობა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებდა.

საცურაო აუზის ძველმა მფლობელებმა გია გიგუაშვილმა და ოლღა პავლიაშვილმა აუზი 160 000 აშშ დოლარად 2018 წლის 26 თებერვალს გაყიდეს. ადგილობრვ თვითმმართველობაში მაშინ განაცხადეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყებოდა და აუზი ფუნქციონირებას სექტემბრის ბოლოდან შეძლებდა.

გორის საცურაო აუზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს გორის მერი კოტე თავზარაშვილი დაათვალიერებს.

Read 5435 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი