მერის მოადგილე: საახალწლოდ 158 400 ლარი, პრემიების სახით, კანონიერად გაიცა

იანვარი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(1 Vote)

გორის მერიაში საახალწლოდ პრემიის სახით, 158 400 ლარი გაიცა, - ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკასმერის მოადგილემ დაუდასტურა. გელა კაპანაძის განცხადებით, სადღესასწაულოდ თანამშრომელთა წახალისება კანონის ჩარჩოებს არ სცდება.

ეს იყო საახალწლო პრემია. კანონი არეგულირებს ამას. არაფერი დაგვირღვევია, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა.“

ორი თვის არჩეული მერის გარდა,პრემია მიიღო თითქმის ყველა სამსახურის წარმომადგენელმა. რომელთა ოდენობა ამ დროისათვის  219 -ია. 14 იანვრისთვის კი ეს რიცხვი უფრო გაიზრდება, მერიის ინფორმაციით, ყველა ვაკანტური ადგილის შევსება სწორედ ამ დროისთვის იგეგმება.

საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის წესს, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება არეგულირებს:

1. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინცი¬პების დაცვით.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურებაზე, რომელშიც ხელფასებთან ერთად პრემია-დანამატებიც შედის,  2014-2017 წლებში სულ 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.  

Read 3407 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი