Back to Top
პარასკევი, 18 მაისი 2018 16:09

მერიამ იუსტიციის სახლთან და ავტოსადგურთან მდგარი გარემოვაჭრეები გააფრთხილა

Rate this item
(0 votes)

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ამჯერად გარემოვაჭრეები ყოფილი აგრარული ბაზრის, იუსტიცის სახლისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გააფრთხილეს.

გაფრთხილების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორიები დახლებისა და მსუბუქი კონსტრუქციებისგან 21 მაისამდე უნდა გათავისუფლდეს.

გორის მერია გარემოვაჭრებს ქალაქში არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებში სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას მნიშვნელოვანი შეღავათებით სთავაზობს.


ორი კვირის წინ გარემოვაჭრეები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საპატრულო პოლიციის დახმარებით გურამიშვილის ქუჩიდან აყარა

Read 1869 times Last modified on პარასკევი, 18 მაისი 2018 16:16