“ევროკრედიტის “ საქმეზე კიდევ ერთი საჩივარი მზადდება

მაისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის "ევროკრედიტი" მიერ დაზარალებული მეანაბრეები მთავარ პროკურატურას კიდევ ერთი საჩივრით მიმართავენ.

 

მეანაბრეების ერთ-ერთი უფლებადამცველის, ზაზა გიგაურის ინფორმაციით, მის დაცვის ქვეშ მყოფებს მიაჩნიათ, რომ მათი თანხები რამდენიმე დამფუძნებლის მიერაა მითვისებული. ამიტომ ქვეყნის მთავარ პროკურორს საქმისთვის ჯგუფური კვალიფიკაციის მინიჭებას სთხოვენ.

"ქეთევან ყაყიტაშვილი რჩება პატიმრობაში. ჩვენ ვაგრძელებთ დავას. ამ ეტაპზე, მზადდება კიდევ ერთი საჩივარი პროკურატურაში შესატანად. ჩვენ ვთვლით, რომ დამნაშავე არა ერთი ადამიანი, არამედ - პირთა ჯგუფია. ჩვენ ყველა დამნაშავის დასჯას ვითხოვთ, კანონის შესაბამისად. რამდენ ადამიანზეა საუბარი და ვინ არიან ეს ადამიანები, ამ ეტაპზე მათი დასახელებისგან თავს ვიკავებ. ამას უდანაშაულობის პრეზუმცია გვავალდებულებს", - გვითხრა ზაზა გიგაურმა. 

მიკროსაფინანსო კომპანია ,,ევროკრედიტის“ საქმეზე, სხვისი ქონების მიტაცებისა და თანხების გაფლანგვის ბრალდებით, ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ყაყიტაშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

Read 1861 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი