27 მაისს გორს ცხინვალის თეატრი ეწვევა

მაისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

27 მაისს ცხინვალის თეატრი ერისთავის თეატრის სცენაზე წარმოადგენს სპექტაკლს ,,ალი და ნინო".

სპექტაკლი ქართულ თეატრში პირველად იდგმება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

დრამაზე ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი მუშაობს. ყურბან საიდის რომანის მიხედვით დადგმული ორმოქმედებიანი დრამის, „ალი და ნინოს“ სასცენო ვერსია რეჟისორ გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის.

რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული წარმომავლობის ჭაბუკის, ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის, ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და ბაქოში რევოლუციის ფონზე ვითარდება.

სპექტაკლში გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა.

Read 1010 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი