სად და რისი ნახვა შეგეძლებათ დღეს საღამოს - პროგრამა

მაისი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

19 მაისს  აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

 

გორის მუნიციპალიტეტში, საათებში შემდეგი მუზეუმების დათვალიერება იქნება შესაძელებელი:

უფლისციხის ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი

აქციის ინიციტორია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც აღნიშნულ მუზეუმშია დაგეგმილი:

უფლისციხის ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

19:00 - უნიკალურ ფოტო და დოკუმენტურ მასალაში გაცოცხლებული საქართველოს ისტორიისა და კულტურის გამოფენა - „კულტურის პოლიტიკა 1918-1921 “
20:00 - თვითნასწავლი მხატვრის, რეზო მექვაბიშვილის, ნამუშევრების გამოფენა
21:00 - თეატრალიზებული საღამო ისტორიულ-პატრიოტულ თემაზ - გორის გ.ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ქართულ ტრადიციულ ყოფა-ცხოვრებას და სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებს
11:00 - 01:00 - პოეზიის საღამო კოცონთან მუსიკის თანხლებით
01:00 - ფეიერვერკი

 

ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი

21:15 - შშმ პირთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა; მოდების ჩვენება, საჯარო სკოლების მოსაწავლეებისა და დევნილთა ჩასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით
22:00 - გორელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა
22:30 - „შავფაროსნების“ საჩვენებელი სანახაობა
23:00 - ცოცხალი მუსიკა, სამუსიკო კოლეჯის და გორისა საჯარო სკოლების მოსწავლე - ახალგაზრდობის მონაწილეობით
00:00 - პოეზიის საღამო, მეჯლისი
01:00 - სადღესასწაულო ფოიერვერკი
02:00 - კოსტუმირებული წარმოდგენა

 

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი

14:00 - მუზუემის 36-ე სამეცნიერო სესია
16:00 - საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ნანატრი დამოუკიდებლობა“
21:00 - წარმოდგენა - „გორი მულტიკულტურული ქალაქი“ - პროექცია მუზუემის კედელზე - ძველი გორის ხედები
19:00 - ღონისძიება „წარსული ღამეში“

Read 1224 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი