"დილამ" "საბურთალო" გაანადგურა
ეროვნული ლიგის გათამაშების 12-ე ტურში გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე თბილისის „საბურთალოს" უმასპინძლა.
მატჩამდე, თბილისელებს ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და უახლოეს მდევარ „დინამოს“ 5 ქულით უსწრებდნენ. რაც შეეხება „დილას“, მიყოლებით ნათამაშები ორი ფრეს შემდეგ, გორელებმა გასვლით შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურა“ უშანსოდ დაამარცხეს.
პრინციპული მატჩისთვის გორელები თბილისელებზე უკეთ მოემზადნენ და დამაჯერებლად, 4-1 გაიმარჯვეს. 33-ე წუთზე კოვტალიუკის გატანილ გოლს ლეანდრო რიბეირომ სამი გოლი დაუმატა (51წთ, 78წთ, 90წთ). პრესტიჟის გოლი სტუმრებიდან გოშთელიანმა 87-ე წუთზე გაიტანა.
სატურნირო ცხრილს ისევ „საბურთალო“ ლიდერობს 27 ქულით. გორის დილა 23 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს გორის „დილა“ ბოლნისში ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ 25 მაისს გამართავს.