კონცერტის მსვლელობისას ჯგუფ "ქუჩის მუსიკოსების" წევრს ტელეფონი მოპარეს

მაისი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის კულტურისა და ტურიზმის ცენტრის შენობაში ჯგუფ „ქუჩის მუსიკოსების“ ერთ-ერთ წევრს მობილური ტელეფონი მოპარეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შემთხვევა 17 მაისს მოხდა. კულტურის ცენტრის შენობაში ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად ჯგუფი „ქუჩის მუსიკოსები“ კონცერტს მართავდა. არსებული ინფორმაციით, მობილური ტელეფონი კონცერტის მიმდინარეობისას, კულისებიდან მოიპარეს.

დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. შსს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის  ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების სამიდან ხუთ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს

Read 1662 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი