გორის მუნიციპალიტეტში ატესტატის აღებას 1 750 ახალგაზრდა ცდილობს

მაისი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში გამოცდები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, პირველ ეტაპზე,  ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა უკვე ჩააბარეს. დღეს კი, კითხვებზე პასუხების გაცემას ინგლისურ ენაში ცდილობენ.  საკუთარი ცოდნის შემოწმება მათ კიდევ რამდენიმე საგანში მოუწევთ. 

გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით, წელს საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად 1 750 მსურველი დარეგისტრირდა.

2018 წლის  სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. სიახლის განხორციელება გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დააანონსა. მისი განმარტებით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

მოსწავლეებს გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარის გადასალახად, სწორი პასუხის გაცემა 15 კითხვაზე მოუწევთ.

 

Read 1227 times Last modified on Last modified on მაისი 21 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი