Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 21 მაისი 2018 15:31

გორის საკრებულომ პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი დაამტკიცა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში პანთეონი არ არსებობს, მიღებული დადგენილების ერთ-ერთი მუხლი პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესს ეხება.

"პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი

1. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერს შეიძლება შუამდგოლობით მიმართოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა;
ბ) საქართველოს საპატრიარქომ;
გ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 1/5-მა;
დ) საქრთველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა, საგანმანათლებლო, შემოქმედებითმა და სხვადასხვა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა.

2. ამ მუხლით დადგენილი წესით პანთეონში საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტიელება შეიძლება მიღებულ იქნეს საკრებულოს თავჯდომარის ინიციატივით, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე", - ვკითხულობთ დადგენილების მეათე მუხლში. 

dadgenileba 21.5 fotoebi

არსებობს თუ არა  გორის მუნიციპალიტეტში პანთეონი? - ამ კითხვით რადიო "მოზაიკამ" გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა. სამსახურის უფროსმა დაგვიდატურა, რომ გორის მუნიციპალიტეტში პანთეონი არ არსებობს. 

ამავე თემაზე: საკრებულომ საკანონმდებლო მაცნეზე დადგენილება დამტკიცებული რედაქციით არ ატვირთა

Read 4369 times Last modified on ორშაბათი, 21 მაისი 2018 20:01